რატომ სტეიკი და ლუდი?
ამბობენ, სტეიკი და ლუდი ადამიანის საუკეთესო მეგობრები არიან. თუ თქვენც ასე თვლით, მაშინ არც ის გაგიკვირდებათ, რომ ეს წყვილი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ჩვენს მენიუშიც საპატიო ადგილს იკავებს.
რატომ სტეიკი და ლუდი?
ყოველთვის მოიძებნება შესაფერისი ლუდი
მსუბუქი და მჟავე ელიდან დაწყებული, ტკბილი სტაუტით დამთავრებული, მსოფლიოში უამრავი ლუდის სახეობაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის სტეიკს მიირთმევთ, რადგან აუცილებლად იპოვით სასურველ კომბინაციას.
(P.S განსაკუთრებით მაშინ, როცა 9 მთა 90-მდე დასახელების ლუდს გთავაზობთ)
ლუდი ყველა სეზონისთვის!
ლუდის მხარშველების ინოვაციური რეცეპტები განსაკუთრებით სეზონურ ლუდებში ვლინდება. ზაფხულის ლუდებში გემოებს ძირითადად ციტრუსი, ხოლო ზამთრის ლუდებში სფაისები განაპირობებს. როცა ასეთი არჩევანი არსებობს, დაგვერწმუნეთ თქვენი სტეიკისთვის შესაბამისი ლუდის შერჩევა არ გაგიჭირდებათ.
ლუდის სიმწარე აბალანსებს სტეიკის ცხიმს
სირლოინი, რიბაი და სხვა სტეიკები ცნობილია თავიანთი წვნიანი და ცხიმოვანი სტრუქტურით. ეს შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს, თუ გვერდით ერთი ჭიქა სვიით გამდიდრებული ლუდი არ გეგულებათ.
სვიიანი ლუდები, მაღალი IBU*-ს შემცველობით. მაგ: IPA, მსუბუქი ელები, სეშენ ლუდი საუკეთესო გზაა სტეიკის მძაფრი გემოების დასაბალანსებლად. ამ შემთხვევაში, ლუდი ასრულებს არბიტრის ფუნქციას და რეცეპტორებს იცავს ზედმეტი გადატვირთვისგან.
ლუდი ცივია, სტეიკი ცხელი
არაფერი სიამოვნებს გემოს რეცეპტორებს იმაზე მეტად, ვიდრე ცხელი, წვნიანი სტეიკის ნაჭრიდან, ცივი ლუდის ერთ ყლუპზე გადასვლა.
კარბონიზაცია - ყოველი ახალი დაგემოვნება პირველია.
კარბონიზაცია ასუფთავებს თქვენს რეცეპტორებს თითოეული სტეიკის ნაჭრის მირთმევამდე. სტეიკის ყოველი შემდეგი ნაჭერი ისეთივე არომატული და გემრიელია, როგორიც პირველი გასინჯვისას. თითქოს ყოველი ახალი დაგემოვნება პირველია. ეს სწორედ ლუდში არსებული კარბონიზაციის დამსახურებაა.
9 მთის მენიუში აღმოაჩენთ რიბაი და T-bone სტეიკებს, რომელთაც ჩვენი სომელიესა და ჩიკაგოს სტეიკის კომპანიის რეკომენდაციებით შევურჩიეთ შესაბამისი სტილის ლუდი
სირლოინ სტეიკი - Pale Ale
ღია ფერის ელი, მისთვის დამახასიათებელი ძლიერი არომატებითა და მშრალი დაბოლოებით, ხილის განსაკუთრებული ტონებით ყველაზე კარგად ერწყმის სირლოინ სტეიკს.
T-bone სტეიკი - Mars ale
კარამელის არომატითა და ხავერდოვანი ტექსტურით გამორჩეული მარსელი T-bone სტეიკის საუკეთესო მეგობარია. შედარებით დაბალ ალკოჰოლური წითელი ელი ჰარმონიულად ერწყმის სტეიკის ყველაზე გემრიელ და არომატულ ნაჭერს.
გელოდებით უგემრიელესი #კრაფტწყვილის დასაგემოვნებლად გ.ტაბიძის #10-ში.
წყარო: https://www.mychicagosteak.com/
https://www.thekitchn.com/5-reasons-you-should-drink-beer-with-your-steak-240303
IBU - სიმწარის საერთაშორისო მაჩვენებელი
-:
9 Mta Team
2020-06-29
ლუდის ინგრედიენტები
კრაფტ ლუდის ხარშვის თავდაპირველი მიზეზი ლუდის არსებული ბაზრის ერთფეროვნება იყო. პირველმა კრაფტ ლუდის მხარშველებმა ღია ომი გამოუცხადეს ინდუსტრიული ლუდის მწარმოებლებს. ისინი თვლიდნენ, რომ მომხმარებელი იმსახურებდა ნამდვილი ლუდის დაგემოვნებას. სწორედ ეს არის კრაფტ ლუდის ფილოსოფია- გემო, ხარისხი, ინოვაცია და მრავალფეროვნება.
დროთა განმავლობაში კრაფტ ლუდმა პოპულარობა მოიპოვა, ამიტომ დიდმა საწარმოებმაც გამოხატეს ინტერესი და გადაწყვიტეს კრაფტ ლუდის წარმოება, რაც სრულ შეუსაბამობაში მოდიოდა კრაფტის ფილოსოფიასთან. საჭირო გახდა კრაფტ ლუდის ზუსტი განსაზღვრების ჩამოყალიბება.
რა არის კრაფტ ლუდი?
1. კრაფტ ლუდი იხარშება მცირე ზომის საწარმოში, მცირე რაოდენობით.
2. ნამდვილი კრაფტ ლუდი იხარშება მხოლოდ უმაღლესი ხარისხისა და მაღალი ღირებულების მქონე ალაოსა და სვიისგან.
3. კრაფტ ლუდს აქვს სერატონული ეფექტი, რაც გვიქმნის კარგ განწყობას და არის მატონიზირებელი, რაც გვმატებს ენერგიას.
4. კრაფტ ლუდის მხარშველებმა გააცოცხლეს მივიწყებილი სტილები, ასევე შექმნეს ახალიც.
5. კრაფტ ლუდი არ არის პასტერიზებული, არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს.
6. კრაფტ ლუდის კომპანია უნდა იყოს დამოუკიდებელი და მის კაპიტალში 25%-ზე მეტი მონაწილეობა არ უნდა ჰქონდეს მიღებული ინდუსტრიული ლუდის კომპანიას ან ნებისმიერ სხვა ინსტიტუციურ ინვესტორს, რათა კრაფტ ლუდის კომპანია მეტად იყოს ორიენტირებული ხარისხსა და მომხმარებელზე.
7. კრაფტ ლუდის იდეაა: მეტი გემო, მეტი არომატი, მეტი ხასიათი.
ინგრედიენტები.
კრაფტ ლუდის მხარშველები სასურველი არომატის, გემოსა და სხეულის მისაღწევად ლუდში სხვადასხვა ინგრედიენტს იყენებენ. თუმცა კრაფტის 4 ძირითადი ინგრედიენტია: უმაღლესი ხარისხის სვია, ალაო, წყალი და საფუარი.
სვია
ლუდის მხარშველებისთვის სვია ასრულებს იგივე დანიშნულებას, რასაც სამზარეულოში შეფებისთვის სფაისები სანელებლები.
სვიები იმ ფისებისა და ეთერზეთების წყაროა, რომელიც ზეგავლენას ახდენს ლუდის არომატზე, გემოზე, სიმწარესა თუ სიტკბოზე. სვია ასევე ზრდის ლუდის სტაბილურობასა და შენახვის ვადებს. დღევანდელი ლუდის მხარშველები მსოფლიო მასშტაბით 100-მდე სხვადასხვა ჯიშის სვიას იყენებენ, ამერიკულ სვიებთან ერთად. ამერიკული სვიების წილი საკმაოდ მაღალია (30%).
მიუხედავად იმისა, რომ სვიების უამრავი სახეობაა, ლუდში გამოყენებული სვიები შეიძლება დაიყოს სამ კატეგორიად: სიმწარის, არომატისა და ორივე დანიშნულების სვიებად. მწარე სვიები შეიცავს მეტ ალფა მჟავებს და ძირითადად სიმწარის მისაღებად გამოიყენება. არომატული სვიები თავისმხრივ გამოიყენება ლუდში არომატებისა და გემოებისთვის. ორივე დანიშნულების სვიები გამოიყენება, შესაბამისად, ორივე მიზნით.
სვიების სიმწარე ანეიტრალებს ალაოს სიტკბოს. სვიის სიმწარე შეიძლება იწყებოდეს 2-დან და სცდებოდეს 100-ს. (IBU- სიმწარის საერთაშორისო მაჩვენებელი) ეს დამოკიდებულია ლუდის სტილსა და მხარშველის ინტერესზე.
სვიების სიმწარე მერყეობს: მსუბუქი, ზომიერი, აგრესიული, უხეში.
არომატი და გემოები: ციტრუსი, ყვავილოვანი, ხილისებრი, მცენარეული, ფიჭვი, პიკანტური, ტროპიკული, ხისებრი.
2. ალაო
ალაოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლუდის სულს. მისი ხასიათი ვლინდება ლუდის არომატში, გემოში, ლუდის სხეულსა და ფერში. ალაო არის მთავარი ფერმენტი, რომელიც წარმოშობს შაქარს. საფუარი სწორედ შაქარს იყენებს ალკოჰოლისა და კარბონაციის შესაქმნელად.
ალაო არის გაღვივებული, გამხმარი და დაღერღილი - ქერი, სიმინდი, ხორბალი და მისთანი. ქერისთვის დამახიათებელია დაახლოებით 13% ტენიანობა. ზრდის პროცესში ტენიანობა დაახლოებით 40%-ზე მეტს აღწევს. ხოლო ალაოდ გარდაქმნის პროცესში მცირდება 4%-მდე.ლუდის დასამზადებლად სხვადასხვა სახეობის ალაო გამოიყენება, მათ შორის: ღია ალაო (პილსნერი და ღია ფერის ელი) მაღალი ტემპერატურის მქონე ალაო (მიუნხენი, ვენა)მოხალული/ specialty ალაო ( შოკოლადი, შავი ლუდები) ასევე გავრცელებულია ხორბლის ალაოც.
არომატის სპექტრი: პური, ბისკვიტი, კარამელი, შოკოლადი, ყავა. შებოლილი, მარცვლოვანი,მოხალული.
წყალი.
ლუდში უმეტესი წილი წყალია. ის უზრუნველყობს მინერალებს და იონებს, რომლებიც ლუდის ხარისხს განსაზღვრავენ. ზოგიერთი ლუდის მხარშველი წყლის ქიმიურ შედგენილობას არ ცვლის. ბევრი წყალს უცვლის ხასიათს, იმისთვის რომ ბევრად შესაფერისი გახადოს ლუდის ხარშვისთვის.
ძირითადი მინერალები: კარბონატი, კალციუმი, მაგნიუმი, სულფატი.
ძირითადი გემოვნური აღწერილობა: ცარცი, ფლინტი, გოგირდი ph, ნარჩენი ტუტე. წყლის სიმტკიცე/სიმსუბუქე და მინერალური შემადგენლობა ერწყმის ერთმანეთს ლუდის ხარშვის დროს.
ph(წყალბადის სიმძლავრე) იზომება წყალში იონების კონცენტრაციით. მისი მასშტაბი მერყეობს 0-დან (მჟავა) 14-მდე (ტუტე) 7 ნეიტრალური წერტილია.
* მჟავა (0-6) - მაღალი წყალბადის კონცენტრაცია
* ტუტე (8-14) - ჰიდროქსიდის მაღალი კონცენტრაცია
ისევე როგორც რიხტერის შკალაზე მიწისძვრის მასშტაბი, ph -ც ლოგარითმულია. ph-ის ნებისმიერი წერტილი 10-ჯერ უფრო მეტად ან ნაკლებად მჟავეა მის შემდგომ ან უკან მდგომ წერტილთან შედარებით. მაგ: ph 4 1000-ჯერ უფრო მჟავეა, ვიდრე ph 7.
სიმკვრივე
სიმკვრივე არის მინერალების კონცენტრაცია წყალში. სიმკვრივე მაღალია როცა წყალში მაღალია კალციუმის/მაგნიუმის და ბიკარბონატების/სულფიდის შემცველობა. ასეთი შემცველობის წყალი გამოიყენება გერმანული სტილის Dunkel_ში, გერმანული სტილის Marzen/Oktoberfest-ის ლუდებში, ვენური სტილის ლაგერებში, ირლანდიურ მშრალ სტაუტებში, შოტლანდიური სტილის ელებსა და ინგლისურ ელებში.
მეორე მხრივ ამ იონების სიმცირე მიუთითებს დაბალ სიმკვრივეზე. ასეთი წყალი გამოიყენება ბოჰემური სტილის პილსნერებში. კალციუმის სულფატის არსებობა აძლიერებს სიმწარეს, მაგრამ ასევე შეუძლია გამოიწვიოს სიმშრალე და დაბალი სულფიდური ხასიათი. ამ ეფექტს ეწოდება "ბერტონის საჭრელი" , წარმოიშვა ბრიტანეთში, ბურტონ ტრენტის მხარეში.
საფუარი და მიკროორგანიზმები
საფუარი და მიკროორგანიზმები შთანთქავს შაქარს და გამოყოფს კარბონიზაციას, ალკოჰოლს და არომატულ ნაერთებს. საფუარისგან მიღებული არომატი დამოკიდებულია საფუარის წვის, ტემპერატურის, ჟანგბადის და სხვ. მიხედვით.
საფუარის ტიპები:
ლაგერი - Saccharomyces pastorianus. ხშირად დაესესხება გოგირდულ ნაერთებს. ხშირად მოიხსენიება როგორც ძირი-ფერმენტაცია. ფერმენტირდება (45-55 F)
ელი- Saccharomyces cerevisiae. აწარმოებს უფრო მეტ არომატულ ნაერთებს (ეთერებს). ჩვეულებრივ მოიხსენიებენ, როგორც ტოპ ფერმენტირებადს. ფერმენტირდება უფრო მაღალი ტემპერატურაზე(60-70°F).
ვეიზენი- გავრცელებულია ზოგიერთ გერმანული სტილის ხორბლის ლუდებში.
Brettanomyces: ითვლება "ველურ" საფუარად.
ფერმენტაციის ორი მთავარი პროდუქტი: ალკოჰოლი და co2. თუმცა საფუარი და მიიკროორგანიზმები ლუდის არომატის და გემოს წყაროც არის. ეს არომატები იცვლება დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით დაძველებული ლუდებისთვის.
1. კარბონიზაცია (CO2)
ვიზუალი: დაბალი, საშუალო, მაღალი კარბონიზაცია (ბუშტები)
ლუდის კარბონიზაციის ბაზაა ნახშიროჟანგი, რომელიც წარმოიქმნება ფერმენტაციის პროცესში.
ნახშიროჟანგის ნაცვლად შესაძლოა ლუდს დავამატოთ აზოტი, რომელიც წარმოშობს უფრო მცირე ზომის, რბილ ბუშტუკებს(გაზებს) . კარბონიზაცია იზომება ნახშიროჟანგის მოცულობით ( მერყეობს 1-3+ ვ/ვ) 2,5-2,7 საშუალო.
-:
9 Mta Team
2020-06-01
აღმოჩენების გზაზე
2017 წელი - "9 მთის" აღმოჩენების გზის დასაწყისი !
ყველა მოგზაურს თავისი გზა აქვს, რომელზეც ადრე თუ გვიან, საკუთარ თავს აუცილებლად აღმოაჩენს. ჩვენთვის ეს გზა ბერგენზე გადიოდა. სწორედ სიახლისა და თავგადასავლების სიყვარულმა მიგვიყვანა თავის დროზე პირველ კათხა კრაფტ ლუდთან. ამას ერთი ყლუპით შეყვარება დავარქვით. მას შემდეგ ბევრი კრაფტი დაილია და ჩვენც ერთხელ ნორვეგიაში აღმოვჩდნით, სადაც კრაფტ ლუდის ფესტივალზე Jikiun Kjetil გავიცანით.
იგი ყოფილი ნორვეგიელი მფრინავია, რომელმაც ერთ დღეს, კრაფტ ლუდის აღმოჩენის შემდეგ, გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პროფესიაზე და მთლიანად კრაფტ ლუდის ხარშვაზე გადაერთო. სწორედ ნორვეგიაში მოგზაურობის, კრაფტ ლუდის მრავალფეროვან კულტურასთან გაცნობისა და Jikiun Kjetil-თან შეხვედრის შემდეგ, ჩვენც, არც მეტი არც ნაკლები, ზუსტად მივხვდით რისი კეთება გვინდოდა ცხოვრებაში- ქართველი ლუდის მოყვარულებისთვის გაგვეზიარებინა მეხსიერებიდან ამოუშლელი გამოცდილება, რაც იქ მივიღეთ. ჩვენ ხომ თავისუფლებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ერი ვართ. კრაფტ ლუდი კი მისთვისაა, ვინც ახალი შეგრძნებების გარეშე ვერ ცხოვრობს.
მოკლედ, საქართველოში ჭეშმარიტი კრაფტ ლუდის ენერგიით დამუხტულები დავბრუნდით და კრაფტ ლუდის კომპანია გავხსენით. ჩვენი მიზანი ქართულ ბაზარზე კრაფტ ლუდის წარმოების უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დანერგვა და განვითარება (ამისთვის საკუთარი რეცეპტებით შექმნილი ლუდის პირველი სერია ნორვეგიის ქარხანაში „Haandbryggeriet” ჩამოვასხით, სადაც კრაფტ ლუდის ხარშვის 15 წლიანი გამოცდილება აქვთ)
შევქმენით კრაფტ ლუდი ინდივიდუალურად გამორჩეული ადამიანებისთვის, ვისაც ერთი სურვილი- თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღება აერთიანებს.
ჩვენი ბრენდის ფილოსოფია მისი სახელიდანვე ამოიცნობა, რაც აღმოჩენისკენ და წინაღობების გადალახვისკენ მოუწოდებს. ზღაპრებში 9 მთა თავგადასავლებითა და ხიფათით სავსე გზასთან ასოცირდება, ამასთან რაღაც სანუკვარი და მიუწვდომელი, სწორედ ამ 9 მთის იქით შეიძლება იყოს.
9 მთის, როგორც ბრენდის, უმნიშვნელოვანესი ღირებულება თავისუფლებაა.
-:
9 Mta Team
2020-05-25
9 მთის გახსნა
19 თებერვალი, 2018 - "9 მთის" კრაფტ ლუდის სივრცის გახსნის თარიღი. გ.ტაბიძის #10
February 19, 2018 - Soft opening of "9 Mta" Craft Beer Area.
ლუდის მოყვარულებს 9 მთაში მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller, Nogne, BrewDog, BRLO, Stone, ToOl, Omnipollo 24 სახეობის ჩამოსასმელი ლუდი დაგხვდებათ.
„9 მთა“ ასევე გთავაზობთ საკუთარი ბრენდის ქვეშ მოხარშულ კრაფტ ლუდის 5 სტილს (Hoppy Lager, Pale Ale, IPA, Mars ale, Helles), რომელიც სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის, ნორვეგიასა და ჩეხეთში შეიქმნა და უნიკალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა.
ჩამოსასხმელ ლუდებთან ერთად ბარში აღმოაჩენთ 80-ზე მეტი დასახელების ბოთლისა და ქილის ლუდებს, გაერთობით მაგიდის ფეხბურთით და სხვა სამაგიდო თამაშებით.
ჩვენი კერძების ფილოსოფია ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობაა. აქ დააგემოვნებთ ქალაქში ცნობილ 9 მთის ლეგენდარული ხინკალსა და შავი ანგუსის ბლოკ ბურგერებს.
9 მთაში სტუმრობა საუკეთესო გზაა ქართული პაბური სტილის აღმოსაჩენად და მასში სამოგზაუროდ.
იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ ჩვენთან სტუმრობით და არასდროს შეწყვეტთ კრაფტ ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენას!
9Mta, translated as nine mountains, meant to signify a long road less traveled, became the hub for craft beer scene in Georgia. A pioneer in its concept, the bar offers 24 taps of leading international breweries such as: Mikkeller, Nogne, BrewDog, BRLO, Stone, ToOl, Omnipollo and its own namesake brand represented by four distinct styles. Here you can find an exciting atmosphere, great for going out with a large crowd or enjoying the craft beer experience solo.
Along with a dazzling tap list, you can feel free to explore over 80 different bottle varieties both for take-out or in-house, play fussball or many other exciting board games over delicious snacks, one of the most famous khinkali in town or a hearty and mighty burger.
Paired with a sophisticated atmosphere and lively crowd, this place is a great way to start your journey and acquaint yourself with the Georgian pub flair, this is a place to visit.
We hope you enjoy your time with us and never stop exploring the ever-growing world of craft beer!
Cheers to you!
-:
9 Mta Team
2020-05-24
ლუდის კლასი
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ნამდვილი ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენასა და მასში მოგზაურობაში. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პროექტი - ლუდის კლასი.
ლუდის კლასზე იკრიბებიან ის ადამიანები, რომლებსაც თითოეული ყლუპისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნების მიღების სურვილი აერთიანებთ. მასტერკლასის თემები შეეხება კრაფტ ლუდის შექმნის ისტორიას, ხარშვის/ფერმენტაციის/დაძველების ტექნოლოგიებს, თითოეულ კლასზე განიხილება კრაფტ ლუდის სხვადასხვა სტილი, მონაწილეები ეცნობიან მსოფლიოს წამყვანი კრაფტ ლუდის კომპანიებისა და ლუდსახარშების ისტორიებს, მათ მიერ შემოთავაზებულ ინოვაციებს კრაფტ ლუდის ინდუსტრიაში. პროექტი მოიცავს როგორც ინფორმაციულ, ასევე, დეგუსტაციის ნაწილს.
შემოგვიერთდი, იმოგზაურე კრაფტ ლუდის მრავალფეროვან სამყაროში, გასინჯე კრაფტ ლუდის სხვადასხვა სტილი და აღმოაჩინე შენთვის საუკეთესო!
ლუდის კლასზე დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
#აღმოჩენების_გზაზე
-:
9 MTA
2020-04-11
ლუდის პირველი სომელიე საქართველოში
გაიცანით საქართველოში ლუდის პირველი სომელიე ზაზა ჭადაშვილი
ზაზა პრაქტიკოსი იურისტია. მისი ცხოვრება მას შემდეგ შეიცვალა რაც 5 წლის წინ ლუდის სიყვარულმა ვარშავის კრაფტ ლუდის ფესტივალზე მიიყვანა, სადაც აქამდე მისთვის უცნობი ახალი და მრავალფეროვანი კრაფტ ლუდის სამყარო აღმოაჩინა.
საქართველოში იმ დროს მხოლოდ ერთფეროვანი ინდუსტრიული ლუდი იყო ხელმისაწვდომი, რის გამოც მას სანუკვარი სასმელის დასაგემოვნებლად ონლაინ მაღაზიებში ლუდის სხვადასხვა სახეობების გამოწერა, უცხოეთში მყოფი მეგობრების შეწუხება და მიზნობრივად მოგზაურობა უწევდა.
მან ამ გზით 1000-ზე მეტი სხვადასხვა ლუდის დაგემოვნება და შესწავლა მოასწრო.
მისი შრომატევადი ჰობი და გატაცება 9 მთის კრაფტ ლუდის სივრცის გახსნამ გაამარტივა, რამაც ის ერთი წლის 9 მთის ერთგული მომხმარებლიდან ჩვენი გუნდის წევრად აქცია
ზაზამ გადაწყვიტა ჰობი თავის მეორე პროფესიად ექცია, რათა ქართველ მომხმარებლებს დაეხმაროს ნამდვილი ლუდის მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენასა და მასში მოგზაურობაში.
სომელიესთან სატელეფონო კონსულტაცია :+995 555 470 883
FB: https://www.facebook.com/zaza.chadashvili
-:
9 Mta
2020-04-01

სრულად ნახვა